ახალი ამბები
2,5 წლის გოგონა, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა თურქმა მაშველებმა გადაარჩინეს
თურქმა მაშველებმა 2.5 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო "ანადოლუ" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 2.5 წლის ელიფ ფერინჩეკი 106-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თურქეთში, 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. დაშავებულია 900-ზე მეტი ადამიანი.


Print