ახალი ამბები
ავტობანზე მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული მეექვსე პაციენტიც გარდაიცვალა
წუხელ გვიან ღამით, გორთან ახლოს, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკა ,,გორმედის" რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
როგორც კლინიკის მენეჯერი  აცხადებს, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და გამთენიისას საავდმყოფოში გარდაიცვალა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 11 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსს თბილისში გამართული ენმ-ს აქციის მონაწილეები გადაჰყავდა.

დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიუსამძიმრა.
"პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ გორის მახლობლად დატრიალდა. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს. ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ", - განაცხადა გახარიამ


Print