ახალი ამბები
მთვარისა ქარჩავას ეტლი გადაეცა
ბორჯომში მცხოვრებ მთვარისა ქარჩავას ახალი ეტლი მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა გადასცა. 28 წლის მთვარისა უკვე 20 წელია დამოუკიდებლად სიარულს ვერ ახერხებს და ეტლით გადაადგილდება. ორი თვის წინ მას ეტლი დაუზიანდა და მას შემდეგ ნათხოვარი ეტლით სარგებლობს. ტელეკომპანია "ბორჯომმა" მთვარისას პრობლემა სექტემბერში გააშუქა, სადაც მთვარისას დედა ხათუნა თოდუა დახმარებას ითხოვდა.

მიმდინარე წლის ბოლომდე ახალ ეტლს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები კიდევ 4 ბენეფიციარი მიიღებს.



Print