ახალი ამბები
რა პროექტები განხორციელდება 2021 წელს ბორჯომში
ბორჯომის მუნიციპალიტეტი, მომავალ წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან, 8 მილიონ ლარს მოითხოვს. ფონდის თანხებით და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. დღეს მერიამ საკრებულოს აღნიშნული პროექტების ნუსხა წარუდგინა. პროექტები სამი მიმართულებით განხორციელდება,საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურა, ასევე სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაცია ბორჯომის სოფლებში.






Print