ახალი ამბები
ბორჯომის ცხელების ცენტრში covid 19 კიდევ 2 პაციენტს დაუდასტურდა
covid-19 ბორჯომის სამედიცინო ცენტრში, 21 ოქტომბერს შეყვანილ ორ პაციენტს დაუდასტურდა. ოჯახის ორი წევრი, დედა და შვილი, ცხელების ცენტრში მეზობელი მუნიციპალიტეტიდან, მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს.

"ტესტის პასუხი გუშინ, 22 ოქტომბერს გახდა ცნობილი. კოვიდ დადებითი ორივე პაციენტი, გუშინვე ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან კოვიდ კლინიკაში გადაიყვანეს.

სამედიცინო ცენტრის მედ პერსონალი, პროტოკოლის შესაბამისად,მაქსიმალურად ახორციელებდა პირადი უსაფრთხოების დაცვას. მოქალაქე არ არის ბორჯომის მაცხოვრებელი."
- გვითხრა სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.
Print