ახალი ამბები
დებატები - ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხის დეპუტატობის კანდიდატებს შორის
დებატები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სამცხის მაჟორიტარულ ოლქში დასახელებულ
დეპუტატობის კანდიდატებს შორის.

ბორჯომი ადიგენი ასპინძა ახალციხის მაჟორიტარულ ოლქში 14 კანდიდატია წარდგენილი.

ჩვენ დავუკავშირდით კანიდატებს და ყველა მათგანი დავპატიჟეთ დებატებში გარდა ორისა, ესენი არიან პარტია საქართველოს კანდიდატი რამაზ გელაშვილი და შეცვალე საქართველოს რჩეული მარიამ ჭრელაშვილი

სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ამ ორ კანდიდატთან დაკავშირება, რეგიონში ამ კანდიდატებს არც ოფისები გაუხსნიათ და არც წარდგენა გაუმართავთ, არ დაკონტაქტებიან რეგიონულ მედიას.


დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა:

ქართული ოცნების კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა,

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა,

ქართული მარშის წარმომადგენელმა ოლეგ სანდროშვილმა

ლელოს დეპუტატობის კანდიდატმა იზოლდა ლომიძემ

ევროპული საქართველოს დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა

თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ხუციშვილმა


სტუდიის სტუმები:

გელა კვარაცხელია - „დავით ჭიჭინაძე, ტრიბუნა“

დავით გოგიჩაიშვილი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

გიორგი ჩიტაური - „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

მარიზა ჯიქია - „ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანი“

ბესარიონ ფოფხაძე - „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“

გოდერძი კუბლაშვილი - „თავისუფალი საქართველო“



კანდიდატებმა ისაუბრეს საარჩევნო პროგრამებზე და ორ მთავარ პრობლემაზე გააცნეს საკუთარი ხედვები აუდიტორიას, სამუშაო ადგილები და ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანების პრობლემები, პანდემიის ფონზე.












Print