ახალი ამბები
წაღვერის საბავშვო ბაღის აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საბავშვო ბაღში covid 19-ის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 5 წლამდე ასაკის აღსაზრდელია. საბავშვო ბაღი დღეიდან 21 ოქტომბრიდან დაიხურა და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. თვითიზოლაციაში იმყოფებიან ორივვე ჯგუფის აღმზრდელები და პედაგოგები.

წაღვერის საბავშვო ბაღში სულ 55 აღსაზრდელი და 11 თანამშრომელია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ბავშვები წაღვერიდან, მზეთამზიდან და ტიმოთესუბნიდან დადიან.



Print