ახალი ამბები
აშშ-მ „გრუ“-ს 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართ, ჰაკერული თავდასხმის გამო, ბრალი წაუყენა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ-ს) 6 ოფიცერს საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაზე ჰაკერული თავდასხმის გამო ბრალი წაუყენა.
ანგარიშის მიხედვით, რუს ოფიცრებს ბრალად ედებათ 2019 წელს საქართველოს პარლამენტის ქსელის მოშლის მცდელობა, თავდასხმა ქართულ ვებგვერდებზე, უკრაინისთვის ელექტროენერგიის გათიშვა, საფრანგეთის 2017 წლის არჩევნებისთვის ხელის შეშლა და 2018 წლის ოლიმპიური თამაშების შეფერხება.

როგორც ირკვევა, ГРУ კიბერშეტევისას ყველაზე გამანადგურებელ პროგრამებს იყენებდა, როგორებიცაა - KillDisk, NotPetya და Industroyer.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გვთავაზობს ჰაკერების ვინაობასა და ჩამონათვალს, რომელ მათგანს კონკრეტულად რისთვის ედება ბრალი. საქართველოზე კიბერთავდასხმის სიაში მოხვდნენ ანატოლი კოვალიოვი და არტიომ ოჩიჩენკო.


Print