ახალი ამბები
ბორჯომის ცხელების ცენტრში ახალგაზრდა კაცს covid 19 დაუდასტურდა
ბორჯომის ცხელების ცენტრში, covid 19    26 წლის კაცს წუხელ დაუდასტურდა. ახალგაზრდა კაცი სამედიცინო ცენტრში ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან 18 ოქტომბერს გადმოიყვანეს.

"პაციენტს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებოდა. კვლევის პასუხი ცენტრში გუშინ გახდა ცნობილი. ახალგაზრდა კაცი ბორჯომელი არ არის და ის კოვიდ კლინიკაში გუშინვე გადაიყვანეს.მას ჰქონდა უცხოეთიდან საზღვრის კვეთის ისტორია.

სამედიცინო ცენტრის მედ პერსონალი საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად მაქსიმალურად ახორციელებდა თავის დაცვას." -
განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.
Print