ახალი ამბები
ჭობისხეველ კაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სოფელ ჭობისხევში მცხოვრებ ახალგაზრდა კაცს განმეორებითი ტესტირების შემდეგ კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 25 წლამდე ახალგაზრდა კაცი გასულ კვირას კოვიდ კლინიკაში PCR ტესტის შემდეგ გადაიყვანეს, რომლის პასუხიც დადებითი იყო. ის ამჯერად სახლშია და თვითიზოლაციაში იმყოფება.
Print