ახალი ამბები
ყარაბაღში შეტაკება მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა

მთიან ყარაბაღში შეტაკება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ორმხრივი ცეცხლი და საარტილერიო ბრძოლები ფრონტის ზოგიერთ ნაწილში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ინტენსიური შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი არმან დერმეიანი და რამდენიმე სომეხი სამხედრო მოსამსახურე.


Print