ახალი ამბები
კოვიდ ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა საქართველოში.
549 ინფიცირებული, 4 გარდაცვლილი და 268 -გამოჯანმრთელებული - ასეთია კოვიდ ინფიცირების ბოლო 24 საათის სტატისტიკა.

ახლად ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა - 348, აჭარაში გამოვლინდა, 99 კი თბილისში. იმერეთშია 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 19, მცხეთა მთიანეთში - 10, რაჭა-ლეჩხუმში - 1, ქვემო სვანეთში - 1, გურიაში - 3, კახეთში - 3, შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში - 1, სამცხე ჯავახეთში - 1.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან 3 აჭარაში დაფიქსირდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს კოვიდ 19-თან ერთად თანხმხლები დაავადებები ჰქონდათ.

“დაფიქსირდა გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა აქდან, 3 - აჭარაში. ერთ-ერთი გახლავთ 68 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შევიდა, ჰქონდა თანხმხლები დაავადებები. ჩატარებული
ღონისძიებების მიუხედავად, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილია ასევე 64 წლის ქალი, მძიმე თანხმხლები დაავადებებით, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბწონიანი იყო და მისი მდგომარეობიდან გამოყვანაც ვერ მოხერხდა. ასევე, გარდაიცვალა 84 წლის მამაკაცი. სამივე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. მეოთხე პაციენტის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას არ ვფლობ“,-განაცხადა ენდელაძემ.

ამ ეტაპზე ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9245- შეადგენს, მათგან 4887 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 58 გარდაიცვალა, ამჯერად ქვეყანაში 4300 ინფიცირებული რჩება.

Print