ახალი ამბები
ყარაბაღში საარტილერიო სროლები გრძელდება
ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კონფლიქტის ზონაში ღამით არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა სომხეთის თავდაცვის უწყებამაც. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არცრუნ ჰოვანისიანის ცნობით, საარტილერიო სროლა ცალკეული მიმართულებებით მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბრის შემდეგ დაიძაბა. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.


Print