ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსისგან 34-ე პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობდა. 70 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში ქუთაისის კლინიკიდან 26 სექტემბერს შეიყვანეს.
პაციენტს პნევმონიასთან ერთად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძეის ინფორმაციით:

„პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”.


Print