ახალი ამბები
ადიგენში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა
25 სექტემბრის მონაცემებით, ადიგენში კორონავირუსი რვა ადამიანს აქვს.   შვიდი ჭეჭლაშია, ერთი კი უდეში. ახალი შემთხვევები მასობრივი ტესტირების შედეგად გამოვლინდა. ინფიცირებულები სოფელ ჭეჭლადან არიან.

ჭეჭლაში ადგილობრივების დაინფიცირების შემთხვევბი მაშინ გამოვლინდა, როდესაც თანასოფლელები აჭარიდან დაბრუნდნენ. ისინი ბათუმში ქორწილში იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება უდეს. კოვიდინფიცირებული არის ექთანი. ის ადიგენის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მუშაობს. ქალის დაინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.
Print