ახალი ამბები
"ტყეში ძალით წამიყვანა და გზაში მეუბნებოდა, უნდა მოგკლაო" - ინტერვიუ ძალადობის მსხვერპლთან
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მამაკაცი, ცოლზე ოჯახშიც და გაშორების შემდეგაც ძალადობდა. ქალმა, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფას წლების განმავლობაში ითმენდა, ფაქტის შესახებ ბოლოს პოლიციაში განაცხადა. მამაკაცი ამჟამად დაკავებულია. ძალადობის მსხვერპლი ქალი ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას ყვება, რომ ყოფილმა მეუღლემ იძულებით ტყეში წაიყვანა, სადაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მან იმ დროს საფრთხეს თავი დააღწია, თუმცა მუქარა და ძალადობა მომდევნო დღესაც გაგრძელდა. ქალი ამბობს, რომ აქამდე ძალადობას საზოგადოების განწყობისა და გაკიცხვის შიშით ითმენდა. მოძალადე დაკავებულია, თუმცა მსვერპლი თავს დაცულად მაინც არ გრძნობს. მოისმინეთ, ინტერვიუ ძალადობის მსხვერპლთან.
Print