ახალი ამბები
კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა ადიგენში - დაინფიცირებულია ექთანი
დღეს, 23 სექტემბერს, ადიგენში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. სოფელ ჭეჭლას შემდეგ, ინფექცია ამჯერად სოფელ უდეში დაფიქსირდა. ვირუსი ამ სოფელში მცხოვრებ ექთანს დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს მოკვლევა.

23 სექტემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში ოთხი კოვიდინფიცირებულია, აქედან სამი მოქალაქე ადიგენის სოფელ ჭეჭლადან არის, ხოლო ერთი ინფიცირებული, რომელიც დღეს გამოვლინდა, სოფელ უდედან.
Print