ახალი ამბები
რაგბის კავშირში სროლის შედეგად დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება
რაგბის კავშირში სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განუცხადა, მათ ცენტრში 32 წლის მამაკაცი 13:25 საათზე შეიყვანეს, რომელსაც ჭრილობა მარცხენა წვივის არეში ჰქონდა მიყენებული.
"პაციენტს ემერჯენსის განყოფილებაში სრული დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. პაციენტი გადაყვანილია საოპერაციოში, მიმდინარეობს მცირე ქირურგიული ჩარევა, ჭრილობის რევიზია და ჭრილობიდან უცხო სხეულის ამოღება", - განაცხადა ნათია ნუცუბიძე.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.


Print