ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ახალქალაქიდან 106 წლის გახდა
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ახალქალაქის მკვიდრი, სამსონ ოგანესიანი 106 წლის გახდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა, დავით ფეიქრიშვილმა უხუცეს ვეტერანს უწყების სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მათი ინფორმაციით, სამსონ ოგანესიანი, ომში, 1941 წელს, ომის დაწყებისთანავე წავიდა და დასრულებამდე, 1945 წლამდე იბრძოდა, უკრაინის ფრონტზე.

სერჟანტი სამსონ ოგანესიანი დიდების ორდენის კავალერია.
საქართველოში, დღეისათვის, მეორე მსოფლიო ომის 300-მდე ვეტერანია, რომელთაგან უხუცესი, სამსონ ოგანესიანია.

Print