ახალი ამბები
კულტურული და სპორტული ღონისძიებები 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით იკრძალება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამ რეგულაციების შეუსრულებლობაზე შესაბამისი სანქციებია გათვალისწინებული და საჭიროა საზოგადოებამ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.

"რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ასეთი ღონისძიებების ჩატარება იგულისხმება ღია ცის ქვეშ იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში, როგორც მოგეხსენებათ აქამდე ეს შეზღუდვები არსებობდა. ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. ამ რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

Print