ახალი ამბები
დაკარგული არასრულწლოვანი დები პოლიციამ იპოვა
თელავში დაკარგული არასრულწლოვანი დები პოლიციამ იპოვა. ორივე მათგანი თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა. არასრულწლოვნები თავს კარგად გრძნობენ.
13 და 14 წლის გოგოებს ცოტა ხანში თელავის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანენ.

ოჯახის თქმით, გოგოები ბებიასთან სტუმრად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში იმყოფებოდნენ. მათ უფროსების არყოფნით ისარგებლეს და თელავში წავიდნენ, სადაც ისინი მამის დედას შეხვდნენ, რომელსაც უთხრეს, რომ სახლში ჩამოართვეს ტელეფონები და პროტესტის ნიშნად, ისინი აპირებდნენ თბილისში წასვლას.
ბებიამ ისინი ყვარლის მიკროავტობუსში ჩასვა და გაგაზავნა უკან, მაგრამ გოგოები თელავშივე უკან ჩამოვიდნენ, საიდანაც მათი კვალი იკარგებოდა.

მომხდარზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
14 წლის დებს, ლიკა და მარიამ დემინაშვილებს, გაუჩინარების შემდეგ, პოლიცია ეძებდა.


Print