ახალი ამბები
თელავში, 13 და 14 წლის გოგოებს ეძებენ.
თელავში, 13 და 14 წლის გოგოებს ეძებენ. დები, ლიკა და მარიამ დემინაშვილები, სოფელ შაქრიანში, ბებიასთან იმყოფებოდნენ. მარტო დარჩენილები სახლიდან გავიდნენ და თელავისკენ გაემგზავრნენ, რის შემდეგაც მათი კვალი იკარგება.
მოზარდ დებს პოლიცია ეძებს. მათი ოჯახის წევრები პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ორი არასრულწლოვანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.პოლიცია ინტენსიურ რეჟიმში ატარებს საგამოძიებო ღონისძიებებს.

Print