ახალი ამბები
მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება
დღეიდან 2 სექტემბრიდან მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 აგვისტოს განაცხადა.
მესტიის მუნიციპალიტეტი კორონავირუსის შემთხვევების მატებისა და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო 10 აგვისტოს ჩაიკეტა. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული , რაც მუნიციპალიტეტში ერთდროულად ვირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.
მუნიციპალიტეტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა თერმოსკრინინგი და მოსახლეობის ტესტირება.


Print