ახალი ამბები
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული-პარკის ტერიტორიაზე სოფელ აწყურთან, ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია.
მათივე ცნობით, ადგილზე მონიტორინგის მიზნით 70- მდე მეხანძრე - მაშველი რჩება. "გათენებისთანავე გაგრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები",- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

.


Print