ახალი ამბები
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომში, ზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა  ხევში გადავარდა. მანქანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან მცირეწლოვანი  ბავშვი გარდაცვლილია. ინფორმაციას, ჯეოჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ადასტურებენ.

დანარჩენი ოთხი დაზარალებული, რომელიც სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან, საავადმყოფოში რჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო ცენტრის დირექტორის ირაკლი დიასამიძის ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.  

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
Print