Error
ახალი ამბები
მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზე და ქართული საპატიმრო- თეა წულუკიანი სააკაშვილზე
იუსტიციის მინისტრი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ვიდეომიმართვას ეხმაურება. და აცხადებს, რომ სააკაშვილი არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი განაჩენი.
"ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ის ქართველ ხალხს მიმართავს, თითქოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზე და რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი განაჩენი, რომელიც შეიძლება გადაისინჯინოს, როდესაც საპატიმროში იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს "ფეისბუქით" მიმართვა გაავრცელა - ის წერს, რომ წლების გადმოსახედიდან უკეთესად გაიაზრა, როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას უკეთესად, დაშვებული შეცდომების გამო კი ბოდიშს იხდის.

Print