ახალი ამბები
ტელეკომპანია „ბორჯომი“ ,„ინტერნიუსი – საქართველო“,- ს კონკურსის გამარჯვებული გახდა
ტელეკომპანია "ბორჯომი" იმ 10 გამარჯვებულ მედიაკომპანიას, შორის მოხვდა, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებენ.
,"ინტერნიუსი – საქართველო", საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების წინ, 10 მედიაკომპანიას: "ბათუმელები", ტელეკომპანია TV25, გაზეთი "ჩემი ხარაგაული", "კახეთის ხმა", "ლაივპრესი",  ,,ტელეკომპანია "ბორჯომი" ტელეკომპანია "გურია TV", ტელეკომპანია "გურჯაანი", ტელეკომპანია "მეგა TV" და "ქუთაისიპოსტი" დაეხმარება მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან პრობლემებსა და საკითხებზე, ასევე, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის შემოთავაზებული გზებისა და საარჩევნო პროგრამების შესახებ ჟურნალისტური მასალების წარმოებასა და გავრცელებაში.

პროექტის "რეგიონული მედიის სარედაქციო და ტექნოლოგიური მხარდაჭერა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალხარისხოვანი გაშუქების მიზნით" ფარგლებში, საკონკურსო წესით შერჩეული 10 მედიაკომპანია მიიღებს გრანტს (თითოეული 12.000 ლარის ოდენობით) და სარედაქციო მხარდაჭერას ჟურნალისტური მასალების მოსამზადებლად.

Print