ახალი ამბები
ოკუპირებული ცხინვალში ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. "შინაგან საქმეთა მინისტრის" იგორ ნანიევის ავტომობილს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ ცხინვალში, 8 ივნისის ქუჩაზე მოხდა.

ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, იგორ ნანიევი არ დაშავებულა.
Print