ახალი ამბები
მაშველებმა მდინარე მტკვარში “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა მდინარე მტკვარში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. იგი "ბაუჰაუს" ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის ცხედარია
რამდენიმე საათის წინ მაშველებმა მტკვარში ახალგაზრდა ქალის ცხედარიც იპოვე, რომელიც ბარ "ბაუჰაუსის" თანამშრომელია.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე "ბაუჰაუს" ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული არიან "ბაუჰაუს" ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მაშველებმა მდინარე მტკვარში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. იგი "ბაუჰაუს" ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის ცხედარია
რამდენიმე საათის წინ მაშველებმა მტკვარში ახალგაზრდა ქალის ცხედარიც იპოვეს, რომელიც ბარ "ბაუჰაუსის" თანამშრომელია.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Print