ახალი ამბები
მაშველებმა მტკვარში, ბარ „ბაუჰაუსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა მტკვარში, ბარ "ბაუჰაუსის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოებისას ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
გვამი ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არაა. სამძებრო სამუშაოები ადგილზე ისევ მიმდინარეობს.
უწყებაში ჯერ არ დასტურდება ინფორმაცია, ნაპოვნი ადამიანი არის თუ არა ბარის დაკარგულ თანამშრომელთაგან რომელიმე.

"ბაუჰაუსის" ორი თანამშრომელი, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვი სამი დღის წინ, გამთენიის 5 საათზე ბარიდან გავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან. ბოლო ადგილის, სადაც ისინი შენიშნეს იუსტიციის სახლის მიმდებარედ, ვერცხლი ქუჩა იყო.

საქმეზე გამოძეიბა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.


Print