ახალი ამბები
ახალციხელი ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა ზღვაში იპოვეს
ურეკში, ზღვაში დაკარგული ახალციხელი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მამაკაცის ცხედარი გუშინ გვიან ღამით იპოვა.

არსებული ინფორმაციით, იგი ზღვაში საბანაოდ 15 აგვისტოს ბიძაშვილთან ერთად შევიდა, რამდენიმე ხანში კი მათ დახმარება ითხოვეს. სამაშველო სამსახურმა ერთ-ერთი მათგანის გამოყვანა შეძლო, მეორეს სამძებრო სამუშაოები კი გრძელდებოდა
.

Print