ახალი ამბები
ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილების რიცხვი გაიზარდა
ქვემო ფონიჭალაში წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საავადმყოფოში გადაყვანილი კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მცირეწლოვანი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში მოხდა, რა დროსაც  2 ადამიანი ადგილზე 2 კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორის 25 წლის ახალგაზრდა ქალი და მისი შვილები არიან. ავტოსაგზაო შემთხვევა  გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ქორწილიდან ბრუნდებოდნენ,

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


Print