ახალი ამბები
პოლიცია ბარ Bauhaus-ის ორ დაკარგულ თანამშრომელს ეძებს
თბილისში ბარ Bauhaus-ის ორ დაკარგულ თანამშრომელს ეძებენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდები ბარიდან ღამის 5 საათზე, ჩანთების გარეშე გავიდნენ.
მათი ბოლო ადგილსამყოფელი, რომლის შესახებაც მეგობრებმა იციან იუსტიციის სახლის მიმართულებით, ვერცხლის ქუჩაა.

შსს-ს ინფორმაციით, ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შევიდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს,- აცხადებენ უწყებაში.

Print