ახალი ამბები
ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა - ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელში

ქარელში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.


როგორც თვითმხილველები აცხადებენ "ოპელის" მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ მდგომ ორ შუახნის მამაკაცს დაეჯახა,

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


 

Print