ახალი ამბები
სამი დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ბათუმი-ჩაქვის გზაზე სამი დღის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. ბავშვმა ავტოსაგზაო შემთხვევისას თავის არეშე მძიმე ტრავმა მიიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
10 აგვისტოს, მახინჯაურში ცენტრალურ გზასთან მყოფ ქვეითებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულოსხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.


Print