ახალი ამბები
დმანისის მერი პარტიიდან გარიცხეს
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული. ამის შესახებ ნათქვამია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ "ქართული ოცნების" კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში.



Print