ახალი ამბები
ლიკანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 36 წლის ქალი გარდაიცვალა
36 წლის ქალი, რომელიც ლიკანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში  8 აგვისტოს გარდაიცვალა, მოტეხილობებითა და თავის ტვინის შეშუპებით ბორჯომის კლინიკიდან პაციენტი თბილისში 1 აგვიეტოს კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს. ოპერაციის შემდგომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა 1 აგვისტოს ბორჯომში, კერძოდ ლიკანის ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს ახალციხის სამგზავრო სამარშრუტო ტაქსი და სუპერმარკეტების ქსელის "მაგნიტის" სადისტრიბუტორო ავტომანქანა შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 12-ივე დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში იყო მოთავსებული.


Print