შემთხვევა
სენაკში სასულიერო პირის ოჯახი დააყაჩაღეს
სენაკში, ერთ-ერთი სასულიერო პირის ოჯახი წუხელ დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა სახლიდან მცირე რაოდენობით თანხა და ტელეფონები წაიღეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ყაჩაღობის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა ადგილზე არ იყო თავად სასულიერო პირი.

შს სამინისტრომ
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურ ყაჩაღობას გულისხმობს.


Print