ახალი ამბები
17 წლის ჩათვლით ბავშვები ერთჯერადად 200- ლარიან დამხარებას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, 17 წლის ჩათვლით ბავშვი ერთჯერადად 200- ლარიან დამხარებას მიიღებს.



ჯანდაცვის მინისტრის
, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღნიშნული ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე ანაზღაურდება.

ტიკარაძის თქმით, დახმარების მისაღებად, ამოქმედდება პორტალი, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა იქნება შესაძლებელი.
"განცხადებების შევსებაზე და კონკრეტულ დოკუმენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დაწყებული მუშაობა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ დოკუმენტების ნუსხა უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა ოპერატიულად მოხდეს თანხების ანაზღაურება ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით იმ პორტალს, სადაც მოხდება დოკუმენტაციის ატვირთვა და დარწმუნებული ვარ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1-15 სექტემბრამდე სრულად იქნება ანაზღაურებული თანხები", - განაცხადა ტიკარაძემ.

 

Print