ახალი ამბები
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა თეა ახვლედიანმა დაიკავა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად გიორგი გახარიამ თეა ახვლედიანი წარადგინა, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.
"დღეს ჩვენ გვყავს ჩვენი გუნდის ახალი წევრი, ქალბატონი თეა ახვლედიანი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი. მინდა მას მივულოცო ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან. მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა აქამდე ჯანდაცვის სამინისტროში შრომობდა, მინისტრის მოადგილის პოსტზე, მას დიდი გამოცდილება აქვს ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში",-განაცხადა გახარიამ.


Print