ახალი ამბები
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახის მოთხოვნაა, დაასახელონ ის სამი ადამიანი, რომლის ფაილებშიც თამარ ბაჩალიაშვილმა შეაღწია.
"ალბათ ვირთხებივით დარბიან, რომ მასალები "შეკერონ", ამას არ დავუშვებ. ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება. დამისახელონ ის სამი ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა, შეიძლება 3 ადამიანზე მეტიც არის. - მთავრობამ დაასახელოს ის 3 ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა და ჯგუფურად მოკლეს ჩემი შვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში მივდივარ. მოვითხოვ გიორგი გახარიასთან შეხვედრას, უშუალოდ გახარიას მინდა ვესაუბრო. გააჟღერეთ ეს ინფორმაცია, რაც შეიძლება მალე გადაეცით", - განუცხადა თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს.

თამარ ბაჩალიაშვილი
18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.



სამართალდამცავებმა კომპანიიდან სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, კომპიუტერები ამოიღეს


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებისთან დაკავშირებით ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

Print