ახალი ამბები
თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.


ახალგაზრდა გოგო, გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყეში, ავტომანქანაში ნახეს. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი"ავრცელებს.

ამ დროისთვის, მედიისთვის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, 21 ივლისს, გოგოს ახლობლებმა პროტესტის ნიშნად  გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებდნენ.

 

Print