ახალი ამბები
„Sea Breeze- 2020“- ნატოს საერთაშორისო საზღვაო სწავლება დაიწყო
20 ივლისს შავ ზღავაში სტარტი აიღო ნატოს საერთაშორისო საზღვაო სწავლებამ „Sea Breeze- 2020“-მა, რომელსაც უკრაინა მასპინძლობს.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო
, სამხედრო სარდლობამ უარი თქვა სახმელეთო კომპონენტზე და ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ავიაციას და გემებს მოუწევთ საერთაშორისო საზღვაო ოპერაციის ჩატარება შავი ზღვის ერთ-ერთ კრიზისულ რაიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სწავლებაში მონაწილეობას ღებულობს ნატოს ექვსი და ორი დაწინაურებული პარტნიორი ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს, 2000-მდე ჯარისკაცი, 27 გემი და 19 სამხედრო თვითმფრინავი.

სხვადასხვა მცურავ საშუალებას შორის „Breeze 2020“-ში მონაწილეობს აშშ-ის მეექვსე ფლოტის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი USS Porter-ი.

აშშ
-ის მე-6 ფლოტის სარდალი, იუჯინ ბლეკი აცხადებს, რომ „შავი ზღვა - ეს არის სასიცოცოხლოდ მნიშნელოვან საზღვაო გზა. ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და ევროპის სტაბილურობისთვის.

ნატოს აქტიურობა შავი ზღვის ნაპირებზე და სწავლება Sea Breeze-2020 კი არ აძლიერებს, არამედ ასუსტებს რეგიონულ უსაფრთხოებას.ამბობენ რუსეთში.


Print