შემთხვევა
ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური დაჭრეს.
"ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. მას ჭრილობა გულმკერდის ქვეშ აქვს მიყენებული.

ახლობლების ინფორმაციით, ზვიადაური ცივი იარაღით დაჭრეს, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვს. ის ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზურაბ ზვიადაურის დაჭრას წინ უძღოდა სუფრაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირების ურთიერთშელაპარაკება.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ზურაბ ზვიადაურმა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე მოიპოვა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ზვიადაური ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა კოალიცია "ქართული ოცნებიდან".



თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს

დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ახალციხის სოფელში ორი კაცი ცულით დაჭრეს

Print