ამინდი
21-22 ივლისს საქართველოში იწვიმებს
21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად,

შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს",- ნათქვამია ინფორმაციაში
.

Print