ახალი ამბები
ერთი თვე ადგილობრივი ტურიზმის გახსნიდან
ზუსტად ერთი თვის წინ 15 ივნისს საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნა. კორონავირუსის პანდემიისა და შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შემდეგ ტურისტული ბიზნესით დაკავებული ადამიანები ქვეყანაში ტურიზმის გახსნას იმედით უყურებდნენ. თუმცა მათი იმედები ვერ გამართლდა. დამსვენებლების მოლოდინშია ბორჯომი, სადაც ტურიზმი უმრავლესობისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
Print