ახალი ამბები
ბაკურიანი ტურისტების მოლოდინში
დაბა ბაკურიანში ზაფხულის საკურორტო სეზონი დღეს 10 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა. მუშაობა დაიწყო დიდველის საბაგირომ. ღიაა პარკი, ატრაქციონები და სხვადასხვა გასართობი ობიექტები. თუმცა ბაკურიანში დამსვენებლების ნაკლებობას განიცდიან. ადგილობრივების დიდი ნაწილის შემოსავლები სწორედ ტურიზმზეა დამოკიდებული.
Print