ახალი ამბები
"ივლისის ბოლომდე რა გავაკეთოთ, თუ ტურისტი არ იყო" - მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ბორჯომიდან
შიდა ტურიზმის გახსნა არ იყო შეღავათი იმ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც სეზონურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული. 1 აგვისტომდე საჰაერო მიმოსვლის აღდგენის გადადება რთულად აისახა საოჯახო სასტუმროების, სარესტორნო ბიზნესებისთვის და იმ ადამიანებისთვისაც, რომელთა მომხმარებლების უმრავლესობა უცხოელი ვიზიტორი იყო. ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში კი აცხადებენ, რომ საერთაშორისო ტურიზმის გახსნამდე, ადგილობრივი ბიზნესი ქართველ დამსვენებელზე უნდა მოერგოს.
Print