ახალი ამბები
დაბა ახალდაბაში გზის მოასფალტებას ითხოვენ
დაბა ახალდაბაში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მცხოვრებლები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. დაახლოებით 11 ოჯახი მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას რამდენიმე წელია ელოდება. ქუჩის ძირითად ნაწილზე ასფალტია დაგებული, დარჩენილია დაახლოებით 200 მეტრიანი მონაკვეთი, სადაც გადაადგილება განსაკუთრებით წვიმის დროს რთულდება.
Print