ახალი ამბები
ტურისტების გარეშე დარჩენილი საოჯახო ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ და გაჩერებულმა ტურისტულმა ბიზნესმა ბორჯომში არაერთ ოჯახს შეუქმნა პრობლემები. ტურისტულ ქალაქში ადგილობრივების დიდი ნაწილი სწორედ ტურიზმზეა დამოკიდებული. მათ შორის არის სოფელ ქვაბისხევში მცხოვრები ნიკოლოზ ხაჭაპურიძე, რომელიც უცხოელ ტურისტებს საგვარეულო მარანში მასპინძლობდა და საკუთარი ხელით დაწურული ღვინის დაგემოვნებას სთავაზობდა. ახალგაზრდა მეღვინემ საოჯახო ბიზნესის გაფართოებაც გადაწყვიტა, თუმცა პანდემიის გამო იდეის განხორციელება დროებით შეაჩერა.
Print